LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩანჩქერები, პალმები, ქანდაკებები – ბათუმში სასახლეს 10 მილიონად ყიდიან (ფოტოები)

2309
19-a3f47b16-7e7f-425d-9125-351c8f93769e

ბათუში, ქალაქის ცენტრში კერძო სახლს თითქმის 10 მილიონ ლარად ყიდიან. სახლის საერთო ფართობი 1500 კვ.მ-ია, ეზოსი კი – 2300 კვ.მ.

განცხადება უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე 1 ივნისს განთავსდა. ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ სახლი სამსართულიანი და ფაქტობრივად, მუზეუმს წარმოადგენს თავისი ჯაკუზებით, საუნებით, მოსასვენებელი სივრცეებით.

„ექსკლუზიურად!!! გამოტანილია გასაყიდად სასახლე !!! ბათუმში, შუა ქალაქში. ფასი: 3 200 000 აშშ. დოლარის ეკვივალენტი ლარში. (6841) მოწყობილი სრულიად თავისი ანტიკვარული ავეჯით და ტექნიკით. (სახლის ყველა ავეჯი წარმოადგენს ხის და ტყავის ნაკეთობებს) ხეში, ქვაში, მარმარილოებში მოპირკეთებული. ფანტანებით, ქანდაკებებით. ხელით ნაკეთები ხის კარებები, კიბეები მოჩუქურთმებული. კლასიკური რემონტი. დიდი ჭაღებით. ფაქტობრივად, სახლი არის მუზეუმი თავის ჯაკუზებით, საუნებით, აბაზანებით და მოსასვენებელი სივრცეებით. სამ სართულიანი სახლი: საერთო ფართობით -1500მ2. აშენებული 2005 წელს. თითო სართული -500მ2. უმაღლესად ნაშენები. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია: სამრეცხაო ოთახი, სათავსო, სველი წერტილები. სამზარეულო, თავისი დიდი სასადილო ოთახით დარბაზული ტიპის თავისი ბუხრის კუთხით. მეორე სართულზე: დიდი მისაღები რიოიალის და მოსასვენებელი კუთხით, 2 საძიებელი, 3 სველი წერტილი, აივნებით. კაბინეტი, დიდი გარდერობი. საძინებლები (50მ2 დან _ 80 მ2_მდე); მესამე სართულზე: 3 საძინებელი (მასტერბედრუმის ჩათვლით 80მ2 , სველი წერტილით, გარდერობით, კაბინეტით) მომსასვენებელი სივრცე. კამერების და სიგნალიზაციის (დაცვის) სისტემის ოთახი. 3 სველი წერტილით (მინიმუმ 15 მ2). აივნებით. დამატებით ეზოში განთავსებულია შენობა – დიდი სამზარეულო ბარით -სასადილო ოთახით, მოსასვენებელი კუთხით, გადახურული აუზით, სპორტული კუთხით და საუნით, თავისი სველი წერტილით. ბოილერების და ელექტროგაყვანილობის ოთახით“, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება ეზოს, ის მოქცეულია გალავანში, არის გამწვანებული. აქ დაგხვდებათ: ჩანჩქერი, პალმები, ხე-მცენარეები, მინდორი სარწყავი სისტემით, ყვავილნარი, ფანჩატური. ასევე 4 ადგილიანი პარკინგი სახლის მომიჯნავედ, თავზე დიდი ვერანდით.

„საექსკურსიოდ მოცლილებმა არ დარეკოთ“ – ვიტრაჟული სახლი თბილისში 9 მილიონად იყიდება (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g