LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 3 მოზარდია

368
პოლიცია

ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა. TV25-ის ინფორმაციით, შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან კი 3 მოზარდია.

როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 3 მოზარდი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 1 პირი მედცენტრში მოათავსეს, ერთმა კი კლინიკაში მკურნალობაში უარი განაცხადა.

დაშავებულებს სხვადასხვა სახის ტრავმა აღენიშნებოდათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დამატებითი დეტალების დაზუსტებას „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

პოპულარულები