ჩაქვთან მატარებელი მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის სარკინიგზო ლიანდაგებს კვეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, მემანქანემ დამუხრუჭება მოასწრო, რის შედეგადაც, მამაკაცმა შეჯახებისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
შს სამინისტროს „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლითაა დაწყებული, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.