„ჭარბი მარილის მოხმარება იწვევს არტერიული წნევის ზრდას და სამწუხაროდ, კატასტროფულ შედეგებს“ – ლელა სტურუა

217
ლელა-სტურუა

როგორი უნდა იყოს მარილის დღიური ნორმა რაციონში,  რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ –  ამ თემაზე გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ ისაუბრა:

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მარილის დღიური დოზა, რომელიც უნდა მივიღოთ, არის 5 გრამი. უფრო მეტის მოხმარება, რაც სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს, ძალიან მავნეა. ბოლო მონაცემებით, მარილის დღიური დოზა საქართველოში, ქალებში არის 8-ნახევარი გრამი, ხოლო მამაკაცებში, 10 გრამამდე. ჭარბი მარილის მოხმარება პირველ რიგში იწვევს არტერიული წნევის ზრდას, ეს კი თავის მხრივ იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ხანდახან სამწუხაროდ კატასტროფულ შედეგებს. თქვენ იცით, რომ არაგადამდებ დაავადებებს საქართველოში სიკვდილის მხრივ 80 პროცენტი უკავშირდება, აქედან 65 პროცენტი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული“ – განაცხადა ლელა სტურუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები