კრიმინალური დრამის, „პეპლის“ შემქმნელებმა პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნეს. მთავარ როლებს მასში ჩარლი ჰანემი და რამი მალეკი ასრულებენ.
მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ჰანემი თამაშობს, რამდენჯერმე გარბის ციხიდან, სადაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. საბოლოოდ მას ეშმაკის კუნძულზე გაგზავნიან, რომელიც ოკეანით არის შემოსაზღვრული და საიდანაც არასოდეს არავინ გაქცეულა.
მთავარ როლებს ფილმში ჩარლი ჰანემი, რამი მალეკი, ტომი ფრენაგანი, მაიკლ სოკა და სხვები ასრულებენ. პრემიერა კი მიმდინარე შემოდგომაზეა დაგეგმილი.