LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

768
2025-09-11_02-05-31_378271

ტრამპის მოკავშირე და ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი, 31 წლის ჩარლი კირკი, რომელიც Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში ცოტა ხნის წინ დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაცია კირკის გარდაცვალების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გაავრცელა.

„დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა…

მას ყველა უყვარდა და აღმერთებდა, განსაკუთრებით მე, და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანიასა და ჩემი სამძიმარი მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას და ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!“, – დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ღია ცის ქვეშ სტუდენტებთან შეხვედრისას ისმის გასროლის ხმა, რის შემდეგაც კირკი სკამიდან ვარდება. უნივერსიტეტის პოლიციის ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g