LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ABC-მ საღამოს შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი ეთერიდან მოხსნა

107
ჯიმი კიმელი

Reuters-ის ინფორმაციით, Disney-ს მფლობელობაში არსებულმა ტელეკომპანია, ABC-მ ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, ჯიმი კიმელის შოუ – Jimmy Kimmel Live ეთერიდან განუსაზღვრელი ვადით მოხსნა.

„გასულ შაბათ-კვირას ახალ დაბალ დონეს მივაღწიეთ, MAGA-ს ბანდა სასოწარკვეთით ცდილობს ის ბავშვი, ვინც ჩარლი კირკი მოკლა, ერთ-ერთ მათგანად არ წარმოადგინოს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, – განაცხადა კიმელმა.

კიმელის კომენტარების შემდეგ აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან ქარიმ ადგილობრივ მაუწყებლებს მოუწოდა, რომ Jimmy Kimmel Live-ის პირდაპირ ეთერში გაშვება შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია გამოძიებას დაიწყებდა და მაუწყებლებს შეიძლება ლიცენზია დაეკარგათ.

„ეს ახლა Disney-ისთვის ძალიან სერიოზული საკითხია. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მარტივი ან რთული გზით“, – განაცხადა ქარიმ.

საკითხს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მან NBC-ს მოუწოდა, რომ ჯიმი ფელონისა და სეტ მეიერსის ღამის შოუების წინააღმდეგაც მსგავსი ნაბიჯები გადადგას.

„ეს ამერიკისთვის შესანიშნავი ამბავია. რეიტინგების პრობლემების მქონე ჯიმი კიმელის შოუ გაუქმდა. ვულოცავ ABC-ს, რომ მათ გამბედაობა ეყოთ ის გაეკეთებინათ, რაც აუცილებელი იყო“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

დემოკრატმა კანონმდებლებმა გააკრიტიკეს აღნიშნული გადაწყვეტილება და განაცხადეს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა.

ცნობისთვის, კონსერვატორ ბლოგერს და აქტივისტს, პრეზიდენტ ტრამპის აქტიურ მხარდამჭერ, ჩარლი კირკს 10 სექტემბერს ესროლეს იუტა ველის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს.

მძიმედ დაჭრილი 31 წლის ჩარლი კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 22 წლის ტაილერ რობინსონი 12 სექტემბერს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g