NBC-ის ინფორმაციით, მსახიობი ჩარლი შინი დღეს ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს. როგორც პორტალი Radar Online იუწყება, მსახიობი უკვე დიდი ხანია შიდსის დიაგნოზსს ატარებს და ამის შესხებ ოფიციალურად დღეს განაცხადებს.
ცნობილია, რომ წინა კვირას გამოცემამ The Sun გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახბ, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ ვარსკვლავს აივ-ინფექცია ჰქონდა. ტაბლოიდებმა ეჭვი მალევე მიიტანეს შინზე, რადგან ეს უკანასკნელი წვეულებებისა და თავისუფალი ურთიერთობების მოყვარულია. წყარო ამტკიცებს, რომ შინის ერთ-ერთმა მეგობარმა გოგონამ ვარსკვლავის ავადმყოფობაზე შეიტყო და მსახიობი მას დუმილის სანაცვლოდ თვეში 20 ათას დოლარს უხდიდა.