მსახიობი ლუსი ლუ ჰოლივუდის დიდების ხეივანში უკვე საკუთარი, სახელობითი ვარსკვლავის მფლობელია. ამ სადღესასწაულო მოვლენის აღსანიშნავად მსახიობის მხარდასაჭერად უამრავი ცნობილია ადამიანი მივიდა, მათ შორის ქამერონ დიასი, დროუ ბერიმორი და დემი მური. ეს ოთხეული ყველასთვის კარგადაა ცნობილია 20 წლის წინ გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმით „ჩარლის ანგელოზები“.
გოგოებმა დიდების ხეივანში ერთად ფოტოებიც გადაიღეს. ასე შეიცვალნენ ლამაზმანები ფილმის გადაღებებიდან დღემდე.