LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩარლის ანგელოზები” ეკრანებზე ახალი ვერსიით ბრუნდება – ფილმის საიმიჯო ფოტოები გამოქვეყნდა

641
1537874722-charlies-anegls

ყველასთვის ცნობილია, რომ 2015 წლის სექტემბრიდან, Sony Pictures ახალ „ჩარლის ანგელოზებზე” მუშაობს. გაირკვა, რომ ფილმის გადაღებები დასასრულს მიუახლოვდა და სულ მალე მაყურებელი ელიზაბეტ ბენკსის ნამუშევარს დიდ ეკრანებზე იხილავს.

პროექტში, რომლის მთავარ გმირებს, კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკა განასახიერებენ, ასევე პატრიკ სტიუარტი და ნოა ჩენტინეო გამოჩნდებიან.


აღსანიშნავია, რომ პოპულარული ამერიკული ტელესერიალისა და ფილმის მორიგი ეკრანიზაციის მიმართ, ახლახან მოლოდინი Entertainment Weekly-იმ გაამძაფრა. ჟურნალმა ქსელში სურათის პირველი საიმიჯო ფოტოები გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ,,ჩარლის ანგელოზების” ახალი ვერსიის პრემიერა 15 ნოემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები