რამდენიმეკვირიანი ქასტინგის და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ სტუდია Sony ოფიციალურად შეუდგა ფილმის „ჩარლის ანგელოზები“ რიმეიქზე მუშაობას და მსახიობთა შემადგენლობასთან ერთად პრემიერის თარიღიც დაასახელა. ასე რომ, მომავალი წლის 27 სექტემბერს მაყურებელი ამჯერად კრისტენ სტუარტს, ნაომი სკოტსა და ელა ბალინსკას იხილავს „ჩარლის ანგელოზების“ როლში, ფილმის დადგმას კი, ცნობილი მსახიობი ელიზაბეტ ბენქსი ითავებს.
მართალია, თავდაპირველად პროდიუსერებმა ლუპიტა ნიონგო მიიწვიეს, მაგრამ ჩარლის ერთ-ერთი ანგელოზის როლი საბოლოოდ მაინც ნაკლებად ცნობილ ბრიტანელ მსახიობს ელა ბალინსკას შეხვდა, რომელიც ბოლოს სერიალის “წმინდა ინგლისური მკვლელობა“ ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა.