ახალი ფილმი „ჩარლის ანგელოზები“, რომელიც ცნობილი ფილმების სერიის გაგრძელებაა, ეკრანებზე მალე გამოვა. იქამდე კი ინტერნეტში ახალი ფილმის თრეილერი ვრცელდება, სადაც მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალისნკა ასრულებენ. ფილმის რეჟისორი ელიზაბეტ ბენქსია დ მძაფრსიუჟეტიანი კინოსურათი ჩარლი ტაუნსენდისა და მისი დაგჯუფების ახალ თავგადასავლებზე გვიყვება.
ცნობილია, რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ჩარლის ახალი გუნდის წევრები საიდუმლო დავალებებს სტამბოლსა და ბერლინში შეასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა შემოდგომაზე იგეგმება.