ყირგიზეთმა ჯანდაცვის მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავა – ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პროკურორებმა განაცხადეს, რომ ალიმკადირ ბეიშენალიევი იყო ჩართული კოროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ მილიონზე მეტი დოზის შეძენაში ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად, საიდანაც მოგება „ოფშორულ ანგარიშებზე ირიცხებოდა“.
განკარგულმა თანხამ შეადგინა 1,5 მილიარდი სომი (19 მილიონი დოლარი).
„მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი იღებს უფასო კორონავირუსის ვაქცინებს ჩინეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, 2021 წელს კიდევ 2,460,000 დოზა კორონავირუსის ვაქცინა იქნა მიღებული უცხოური კომპანიებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.