LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩართული იყო რუსული „თრეში“.. კაბელი გამოვაერთე და გავთიშე მუსიკა- გიორგი კანდელაკის განცხადებით, თავისუფლების მეტროსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

174
Untitled design - 2023-01-14T012439.607

„ევროპული საქართველოს“ წევრს, გიორგი კანდელაკს თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული მუსიკის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მან უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და გადაწყვეტილი აქვს, რომ საქმეს მსვლელობა მისცეს.

„თავისუფლების მეტროს მიმდებარედ რომ უკრავენ ხოლმე მუსიკას, მაგ ადგილას მოვდიოდი. ჩართული იყო რუსული „თრეში“, არც ჩაიკოვსკი იყო და არც რახმანინოვი.

ჩემი აზრით ყოვლად შეუფერებელი და მიუღებელია განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში. მივედი იმ პიროვნებებთან, ვინც იყვნენ აპარატურასთან და ვუთხარი, რომ ეს სირცხვილია და მათ აგრესიულად მიპასუხეს, შემდეგ კიდევ ვუთხარი, რომ სირცხვილია და ბოლოს უბრალოდ ავდექი და კაბელი გამოვაერთე, გავთიშე მუსიკა და გავაგრძელე გზა, სულ ეს იყო.

რომ გავაგრძელე გზა, ეს პიროვნება დამეწია და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ გამოვერიდე, კიდევ დამეწია და მერე ვუთხარი, თუ არ გაჩერდები ახლა პოლიციაში შევალ-მეთქი და კიდევ აგრძელებდა. გადავწყვიტე, რომ მიმეცა რეაგირება და შემოვედი პოლიციაში. ახლაც აქ ვარ და გადავწყვიტე, რომ მივცე მსვლელობა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები