LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა…ვიზუალური დათვალიერებით რაიმე ტრავმული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა“ – რას ამბობს ექსპერტი 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

269
2025-05-07_01-30-05_513034

5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, დავით მერაბიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ დაიდება.

ექსპერტი ადასტურებს, რომ 2 წლის ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

„ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, აღებული იქნა ყველა ქიმიური კვლევისათვის ორგანოები, სისხლი ქიმიური გამოკვლევისთვის. ვიზუალური დათვალიერებით რაიმე ტრავმული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნა დაიდება ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ“, – ამბობს დავით მერაბიშვილი.

ცნობისთვის, ახალციხეში, კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გუშინ, 5 მაისს გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g