“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ოპოზიციის მიერ რეგიონებში და დედაქალაქში 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პერიოდი ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნების მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს.
მისივე განცხადებით, “იმ მასშტაბის საპროტესტო ტალღა უნდა იყოს და უნდა გაგრძელდეს, რომ შეუძლებელი იყოს ამ რეჟიმისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება”.
“გაიმართება არაერთი აქცია, ჩავალთ ყველგან!” – ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს
“რესურსი უნდა შევქმნათ, ლოდინი არაფერს არ მოიტანს, ეს ლოდინის რეჟიმი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ვადამდელი არჩევნებისთვის მზადების რეჟიმში, ერთი მხრივ, ჩათვალეთ, რომ ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში. მეორე მხრივ, საპროტესტო ტალღის მომზადების კამპანიაში. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ოპოზიციაზე. ჩვენ უბრალოდ საზოგადოების ნაწილი ვართ და მისი სხვადსხვა ჯგუფის თუ სხვადასხვა გადაწყვეტილების მქონე მოქალაქეების.
იმ მასშტაბის საპროტესტო ტალღა უნდა იყოს, და არა მარტო თბილისში, და უნდა გაგრძელდეს, რომ შეუძლებელი იყოს ამ რეჟიმისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება. კარგ შემთხვევაში, თუ გონიერება ეყოფათ, ვადამდელი უნდა დაინიშნოს, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ თავისუფალი და საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, პრეზიდენტი მიშელის მთელი ეს პაკეტი უნდა შესრულდეს. ცუდ შემთხვევაში, შეიძლება ისეთი სცენარი წავიდეს, რომელიც არ გვსურს, ოღონდ ამის გამორიცხვასაც სჭირდება ხალხის სწრაფად მობილიზება, რომ შეუძლებელი იყოს ამის აღარ დანახვა ივანიშვილის მხრიდანაც კი…”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ “მთავარ არხთან” საუბრისას.
“გვინდა არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, ან იქნება პროტესტი და დაუმორჩილებლობა” – გიგი უგულავა