LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძეზე ავტობუსის ზოლები გზის შუაში მოეწყობა – კალაძე სიახლეებზე [ვიდეო]

419
20190611164849

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, “ფეისბუქლაივით” საზოგადოებას ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

როგორც მან თქვა, გამზირზე კომპანია “სისტრას” გადაწყვეტილებით, ავტობუსის ზოლები შუაში განთავსდება. 

ავტობუსის ზოლი და ველობილიკი - ზაფხულიდან ჭავჭავაძის გამზირის განახლება იგეგმება

თუ შესაძლებელი იქნება გამზირზე ველობილიკების მოწყობასაც განიხილავენ, გაცალმხრივება კი გამორიცხულია.

“ავტობუსის ზოლები ქუჩის შუა ნაწილში იქნება განთავსებული. მოეწყობა ინფრასტრუქტურა, თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, რომ პრობლემა არ იყოს; ზებრა გადასასვლელებით, რომ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, შეძლონ გაჩერებიდან ქუჩის ერთ ან მეორე მხარეს გადასვლა.

საკმაოდ საინტერესო წინადადებაა”, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ გადაადგილება ყოველგვარი შეფერხებისა და პრობლემების გარეშე მოხდება.

მერმა დასძინა, რომ კომპანიამ ამ ყველაფრის კომპიუტერული მოდელირება უკვე მოახდინა.

კალაძის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, გზის ორივე მხარეს ველობილიკები მოეწყობა.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, იმის გამო, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

“ყველაზე დიდი სამუშაოები იყო ცენტრალური კანალიზაციის მოწყობა, რომელიც უკვე დასრულებულია, დარჩა კორპუსების დაერთება ამ სისტემაზე,” – განაცხადა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ პიქსელის შენობამდე გზის საფარის დაგება, უკვე მომდევნო კვირაში დაიწყება.

შეგახსენებთ, ამავე თემაზე, “ფორტუნასთან” ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა: ავტობუსის ზოლი და ველობილიკი – ზაფხულიდან ჭავჭავაძის გამზირის განახლება იგეგმება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები