LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის #5-ში სამშენებლო სამუშაოები ყველანაირად გამართული იყო – კახა კალაძე

142
20190401080022

ყველანაირი თვალსაზრისით გამართული იყო სამშენებლო სამუშაოები, დეტალებზე გამიჭირდება საუბარი,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავძის N5-ში სამშენებლო სამუშაობის წარმოებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც 2 მუშის სიცოცხლე შეეწირა.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები უახლოეს პერიოდში დაადგენენ, რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე.

“რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, ჩემი ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის შედეგად, როდესაც განხორციელდა ინსპექტირება და შემოწმება, დოკუმენტურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

31 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად, ორი მუშა დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე აქცია გაიმართა, სადაც 6 ადამიანი დააკავეს, მათ შორის თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ამ დროისთვის 6-ვე გათავსუფლებულია.

მუშების გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

magti 5g