LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისზედა ნაგვის ურნები აღარ იქნება

196
101988348-256464535448405-2156056269578829824-n

ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. უკვე შესაძლებელია მოსახლეობამ მიწის ქვეშ განთავსებული ნაგვის ურნები გამოიყენოს.

მიწისზედა ურნების აღება „თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელს დაევალა, რათა ველოსიპედისტებს გზა გაუთავისუფლდეთ.

„ნარჩენების ურნები პირველად განთავსდა მიწის ქვეშ. ნარჩენების გადამუშავების ვალდებულება გვაქვს აღებული და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დაწყებულია. ასევე, ვმუშაობთ ნარჩენების ქარხნის მშენებლობის საკითხზე. ჭავჭავაძეზე საძირკველი უკვე ჩავასხათ მიწის ნარჩენების ურნებისთვის. ეს ურნები პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალურად, სუნით. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნარჩენების დაცლა ყოველდღე არ მოხდეს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ საკმარისი იქნება ამ ურნების დაცლა. პირველ ეტაპზე ურნების გამოყენება ჩვეულებრივ შეგვიძლია და არ არის საჭირო სეპარირება. ჩემი დავალებაა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინოს ღია ურნების აღება ჭავჭავაძის გამზირიდან, რომელიც ხელს უშლის ველოსიპედებით და სკუტერების გადაადგილებას. მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, როგორ მოვიხმაროთ ეს ურნები”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g