LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Check In Georgia“-ს ფარგლებში „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნა

43

პროექტი „Check In Georgia“ ძალებს უფრო და უფრო იკრებს. საქართველოს, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ტოპვარსკვლავი ესტუმრა, მათ შორის, ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „მარუნ 5“ და ხოსე კარერასი, რომლის კონცერტი ახლახან ქუთაისში გაიმართა და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლოთ.

თუმცა ზემოხსენებული პროექტი არ ითვალისწინებს მხოლოდ მუსიკალურ ღონისძიებებს და მის ფარგლებში უამრავი სხვადასხვა ივენთია დაგეგმილი.

20 ივნისს, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან „საფესტივალო სოფელი გაიხსნება“.

მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ სახლებში განთავსებულ დახლებზე წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქცია: ხალხური რეწვის ნიმუშები, ტყავის ხელნაკეთი ნივთები, კერამიკისა და ხის ნაკეთობები და სხვა. სოფელში ასევე წარმოდგენილი იქნება  ქართული ღვინო, ყველი, ჩაი და ჩურჩხელები. მოსული სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ საყვარელი პროდუქცია.

სოფელი გაიხსნება ყოველდღე – საღამოს, 18:00 საათზე, ფოლკლორული კონცერტების პარალელურად.

„საფესტივალო სოფელი“ 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g