LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთის დედაქალაქში უფასო ბორანი იმოძრავებს

62

პრაღელებმა ჩანგრეული ხიდი ბორანით ჩაანაცვლეს. ჩეხეთის დედაქალაქში ამიერიდან უფასო ბორანი იმოძრავებს და მგზავრებს მდინარე ვლტავას ერთი სანაპიროდან მეორეზე გადაიყვანს. მანამდე კი ამ ადგილზე იყო ფეხითმოსიარულეთა ხიდი, რომელიც მოულოდნელად ჩაინგრა. რაც შეეხება ბორანს ის ყოველ დღე, 10 წუთიანი ინტერვალებით ივლის და ერთ ჯერზე 30 ადამიანს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ადმინისტრაცია ხიდის აღდგენის პროექტზე უკვე მუშაობს და შესაბამისი სამუშაოები სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები