LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა უკრაინის მცდელობას ევროკავშირს დაჩქარებული წესით შეუერთდეს

102
ჩეხეთის პრემიერი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მხარი დაუჭირა უკრაინის მცდელობას, ევროკავშირს დაჩქარებული წესით შეუერთდეს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

ჩეხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია ცხადად განიმარტოს, რომ მიესალმებიან უკრაინის მიღებას დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ საზოგადოებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ მე სტანდარტული პროცედურების მომხრე ვარ, ჩვენ ახლა არასტანდარტულ ვითარებაში ვიმყოფებით“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უმოკლეს პერიოდში ევროკავშირში წევრობის განაცხადს სპეციალური დაჩქარებული წესით შეიტანს.

ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები