LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ფრენები შეუჩერა

348
MOSCOW REGION, RUSSIA - JUNE 8, 2019: Aeroflot planes at Sheremetyevo International Airport now officially named Pushkin Sheremetyevo International Airport. Valery Sharifulin/TASS

Ðîññèÿ. Ìîñêîâñêàÿ îáëàñòü. Ñàìîëåòû àâèàêîìïàíèè "Àýðîôëîò" â àýðîïîðòó Øåðåìåòüåâî. Âàëåðèé Øàðèôóëèí/ÒÀÑÑ

„აეროფლოტს“ და „ურალის ავიახაზებს“ ფრენები შეუჩერდა. გადაწყვეტილება ჩეხეთის ავიაციის სააგენტომ მიიღო. ინფორმაციას interfax.ru ავრცელებს.

ორ რუსულ ავიაკომპანიას პრაღის მიმართულებით ფრენების განხორციელება 2 ივლისიდან შეუჩერდა. პოლონეთის ხელისუფლებამ კი 3 ივლისიდან ფრენის უფლება კარლოვი-ვარის მიმართულებით „აეროფლოტის“ შვილობილ „პობედას“ შეუჩერა. 

ავიაკომპანიების განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებებზე ფრენებს სხვა კომპანიები შეასრულებენ და მგზავრებს ბილეთებს გადაუცვლიან.

რუსული მედიის ცნობით, თუ რატომ შეუჩერა ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსულ ავიაკომპანიებს პრაღის და კარლოვი-ვარის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება, ამ დრომდე უცნობია.