ჩეხეთის მთავრობამ ეროვნულ სანქციების სიას საქართველოს ხუთი საქართველოს მოქალაქე დაამატა.
ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალისა და ძალადობის გამოყენება საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე მოსამართლე კობა ჩაგუნავა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია და სახელმწიფო პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს წინადადება წარუდგინა, ისინი პასუხისმგებელნი არიან გასული წლის და წლევანდელი საპროტესტო აქციების დროს სასტიკ დარბევაზე.