ჩეხმა სპეციალისტებმა შექმნეს ვირტუალური რეალობის სათვალე, რომელიც მეხანძრეებისთვისაა განკუთვნილი. Free think-ის ინფორმაციით, სიახლე მაშველებს ჰოლოგრამის საშუალებით ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის.
სავარაუდოა, რომ ხანძრის ლოკალიზების დროს მეხანძრეები დაიხურავენ ჩაფხუტს, რომელშიც ეს სათვალე იქნება ჩამონტაჟებული და მათ შენობის კომპიუტერულ გეგმას და ორიენტირებისთვის საჭირო მიმართულებებს აჩვენებს. დისპლეიზე გამოსახული ისრების დამსახურებით სპეციალისტს ზუსტად ეცოდინება გაზისა და დენის წყაროების მდებარეობა, ხალხის გასაყვანი ავარიული გასასვლელები.
ჰოლოგრამები რეალური სიტუაციის აღქმას არ შეუშლის ხელს და მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობაზე შეძლებს ორიენტირებას.
ვირტუალური რეალობის სათვალე – ეს იქნება ექსპერიმენტი, რომელსაც უკვე ამ წლის ბოლოს დატესტავენ.