LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გერმანელმა მეხანძრეებმა საქველმოქმედო კალენდრისთვის იპოზიორეს

131
66ef6bb7c0ce-29-112259815

ბავარიელმა მეხანძრეებმა ტრადიციული საქველმოქმედო კალენდრისთვის გაიხადეს. გამოცემის შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ კალენდარი პირველად არ გამოდის, თუმცა კონკრეტულად ეს მეხანძრეები მასში მონაწილეობას პირველად იღებდნენ. გერმანული გამოცემების ცნობით, მოხალისე მეხანძრეები ვალჰიზინგიდან არიან და ფოტოსესიაში 13-მა მათგანმა მიიღო მონაწილეობა.

საქმე ისაა, რომ გერმანიაში პროფესიონალი სახანძრო განყოფილებები მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებობს, ისეთ დასახლებულ პუნქტებში კი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100 ათასზე ნაკლებია – მოხალისე მაშველები ეხმარებიან ხალხს.

კალენდრის ღირებულება 30 ევროა და შემოსულ თანხას მეხანძრეები ახალ ეკიპირებას და კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადარჩენას მოახმარენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები