LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია ევროკავშირში ყველაზე ზრდილობიანი ქვეყანაა

106
ქირიას NEWS შაბლონი (9)

გერმანია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ზრდილობის დონით პირველ ადგილზე გავიდა, ასეთია ახალი საერთაშორისო გამოკითხვის შედეგები. 

კვლევა ამერიკულმა სააგენტო Remitly-მ ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო თითქმის 5 ათასმა ადამიანმა 26 ქვეყნიდან. მონაწილეებს სთხოვეს დაესახელებინათ ქვეყნები, სადაც მათი პირადი გამოცდილებით ყველაზე ზრდილობიანი ადამიანები ცხოვრობენ.

გერმანიამ ლიდერობა დაიმსახურა ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა პირადი სივრცის პატივისცემა, პუნქტუალობა და გარშემომყოფებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება. ეს ყოველდღიური ქცევები ქმნის კომფორტულ და მეგობრულ გარემოს.

გლობალურ რეიტინგში პირველი ადგილი ერგო იაპონიას, თუმცა ყველაზე ზრდილობიანი ერების სიაში ევროპულმა ქვეყნებმა ნახევარზე მეტი ადგილი დაიკავეს. ათეულში, გერმანიის გარდა, ასევე მოხვდნენ შვედეთი, დანია, ირლანდია და ნიდერლანდები, რაც მიუთითებს, რომ კარგი მანერები ხშირად სწორედ ევროპულ ქვეყნებთან ასოცირდება.

მოგზაურობის მოყვარულთათვის მსგავსი, ერთი შეხედვით, მცირე დეტალები ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს დასვენების ადგილის არჩევისას. მეგობრული მისალმება კაფეში, გამვლელების მოთმინება ენობრივი ბარიერის მიმართ ან უბრალო ღიმილი ქუჩაში – ადამიანს თავს სასურველ სტუმრად აგრძნობინებს.

მსოფლიოს ყველაზე ზრდილობიანი ქვეყნების TOP-10:

  • იაპონია
  • კანადა
  • დიდი ბრიტანეთი
  • ჩინეთი
  • გერმანია
  • ფილიპინები
  • შვედეთი
  • დანია
  • ფინეთი
  • სამხრეთ აფრიკა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები