LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 99 წლის ქალმა დაბადების დღე მომხიბვლელი მეხანძრეების გარემოცვაში აღნიშნა

121
ქირიას NEWS შაბლონი (2)

აშშ-ის ქალაქ ჩელმსფორდში მოხუცებულთა სახლის მცხოვრებმა, ტერეზა გოლამ, 99-ე დაბადების დღე განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნა – ქალს იუბილე მეხანძრეებმა მიულოცეს. ამის შესახებ ტელეარხი WBZ-TV იუწყება.

გოლა დიდი ხანია აღფრთოვანებულია მეხანძრეებით და მთელი წლის განმავლობაში ამბობდა, რომ 99 წლის იუბილე „ სიმპათიური მამაკაცების“ გარემოცვაში უნდა აღენიშნა. მოხუცთა სახლის თანამშრომლებმა მისი სურვილი რეალობად აქციეს.

დაბადების დღეზე მასთან მასაჩუსეტსის შტატის ხუთი სხვადასხვა სახანძრო სამსახურის თანამშრომელი მივიდა.
„გაოცებული დავრჩი, როცა ყველა ერთად დავინახე. მეგონა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მოვიდოდა და არა მთელი გუნდი,“ – აღნიშნა იუბილარმა.

მეხანძრეებმა ტერეზას ყვავილები აჩუქეს, დაბადების დღის სიმღერა უმღერეს, ერთად მიირთვეს ტორტი და სამახსოვრო პოსტერიც დაუტოვეს. ერთ-ერთმა მეხანძრემ მას პირადად გადასცა ვარდი და ჩაეხუტა.

გოლამ ეს დღე ბოლო ათწლეულების განმავლობაში საუკეთესო დაბადების დღედ დაასახელა.
„მეხანძრეები საუკეთესოები არიან – არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის,“ – თქვა მან.

ქალი უკვე მომავალ იუბილესაც გეგმავს და ხუმრობით ამბობს, რომ 100 წლის იუბილეზე მეხანძრეების ნახვა საცურაო კოსტიუმებში სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები