LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ავსტრალიელმა მეხანძრეებმა ისევ გაიხადეს და კოალებთან ერთად იპოზიორეს

114
product-45-231030-040746

ორგანიზაცია Firefighters Calendar-მა ყოველწლიური კალენდრის მორიგი სერია გამოუშვა და გამოცემა ტრადიციულად სავსეა მიმზიდველი მეხანძრეებითა და უსაყვარლესი ცხოველებით. სიახლის შესახებ ინფორმაცია თავად პროექტის დირექტორმა დევიდ როჯერსმა გაავრცელა.

წლევანდელ ფოტოსესიაში მონაწილეობა ავსტრალიის ავიაციის, არმიის და საქალაქო სამსახურის 25-მა მეხანძრემ მიიღო. გარდა ამისა, მონაწილეთა შორის იყო ორი მეხანძრე ამერიკიდან და ერთიც კანადიდან.

უახლესი Australian Firefighters Calendar-2024 არც მეტი არც ნაკლები 6 ვერსიაში დამზადდა. ფოტოებში ცეცხლთან მებრძოლები საკუთარი სხეულის დემონსტრირებას ახდენენ, ასევე სხვადასხვა გარეულ თუ შინაურ ცხოველთან პოზირებენ.

წელს შემოსული თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე სექსუალური კალენდარი ათასობით ეგზემპლარში გამოდის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები