LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველწლიურად იზრდება

129
tur

ჩეხეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება, რასაც ხელი შეუწყო ჩვენმა მიზნობრივმა მარკეტინგულმა კამპანიამ – ამის შესახებ ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა.

ის ჩეხეთის ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება ჩეხეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ამ ქვეყნის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირისა და ვაჭრობის საკითხებზე მარტინა ტაუბეროვამ. ღონისძიებას 40 – მდე ტუროპერატორი და ჟურნალისტი დაესწრო.

ბრიტანეთმა საქართველო 2020 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

„საამაყო და სასიხარულო სიახლე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის!"

შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საქართველოს ტურიზმის სექტორის ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სექტორის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩეხეთი საქართველოსთვის რამდენიმე გარემოებითაა საინტერესო. ჯერ ერთი, ყოველწლიურად იზრდება ჩეხი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ, რასაც ძალიან მივესალმებით. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ, რა გზა გაიარა ჩეხეთმა, როგორც განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანამ. ვფიქრობ, შევძლებთ, ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ და ასევე ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g