14 ოქტომბერს, კახეთში, გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ელენე მეგრელიშვილი დაიღუპა, მისი მეგობარი ანა ქართლელიშვილი კი საავადმყოფოში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.
კახეთში ავარიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები
ელენე მეგრელიშვილის დედა ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სთხოვს ანასთვის ილოცონ.
„ჩემ ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ ილოცეთ Anna – სთვის 🙏🙏🙏 ანა გადამირჩინეთ 🙏🙏🙏 დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში ❤️❤️❤️ ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან ❤️❤️❤️“, – წერს ნინო ერემაშვილი.
ნიკა გვარამია: „დღეს ჩვენთვის უმძიმესი დღეა… გემშვიდობებით ჩვენო ნათელო და კეთილო ელენე“