LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ტელეფონში ჩემი ნომერი გრიშათი უწერიათ“ – დავით კირცხალია მის როლთან დაკავშირებით სახალისო ისტორიებს იხსენებს

139
ჯანეტა ქერდიყოშვილი (1)

მსახიობი დავით კირცხალია გადაცემას „კითხვები ნიკოლოზისგან“ სტუმრობდა, სადაც სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, მის როლზე, გრიშა კაკაჩიაზე და მასთან დაკავშირებულ სახალისო ამბებზე ისაუბრა.

„ასაკს თავისი მოაქვს.. ეს როლი იმ დროს საჩუქარი იყო, არ ველოდებოდი. დამიძახეს პატარა ეპიზოდზე, მერე ისე გამოვიდა, რომ ჩემი როლით დაინტერესდნენ რეჟისორი და დრამატურგი. ძალიან მიყვარს ისინი, ასეთი მომსმენი ხალხი იშვიათად მინახავს.

ამის შემდეგ რამდენიმე სეზონი გრძელდება გრიშა კაკაჩიასთან ერთად“, – ამბობს დავით კირცხალია.

მსახიობმა მის როლთან დაკავშირებული სახალისო ისტორიებიც გაიხსენა.

„მახსოვს ერთხელ ბატონმა გია ყანჩელმა დამირეკა.. მაშინ ანტვერპენში ცხოვრობდა. მითხრა მეც მყავს აქ ლამარაო, აქაური ქალიაო. ერთ დილით შემოვიდა და მყისიერად ლამარა დავუძახეო, შეეშინდა, ფეხი იტკინა და შენი ბრალია, მიხედე ახლაო.

ამ სერიალის მერე გრიშას მეძახიან. ჩემ შვილებს და შვილიშვილებს ტელეფონში ჩემი ნომერი გრიშათი უწერიათ.

ვიღაც კაცს, ტელეფონის ზარად ჰქონდა დაყენებული, როგორ ვეძახი კვაზი მატკავას“, – იხსენებს დავით კირცხალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g