LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემ წინააღმდეგ „დამრტყმელი ძალა“ გამოიყვანეს ოღონდ, როგორც ყველაფერი რუსული, მათი პროპაგანდაც კომიკურად უბადრუკია” – ლომჯარია ქართველიშვილზე

184
BeFunky-collage - 2023-03-05T003456.845

ჩემ წინააღმდეგ „დამრტყმელი ძალა“ გამოიყვანეს ოღონდ, როგორც ყველაფერი რუსული, მათი პროპაგანდაც კომიკურად უბადრუკია, – ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „ხალხის ძალის” წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა: „დრო მოვიდა, ლომჯარიამ და მისმა მოადგილემ – ბურჯანაძემ საზოგადოებას აუხსნან, თუ რა მოიმოქმედეს პრემიერ გახარიას შესაჩერებლად 20 ივნისის დარბევის დღეს, თუ ისინი მასთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტში?”.

ლომჯარიას თქმით, „რადგან წონასწორობას ასე კარგავენ, ესე იგი ყველაფერს სწორად აკეთებენ”.

„როგორც ჩანს, ჩემი აქტიურობა რუსული კანონის წინააღმდეგ ძალიან გაეჩხირათ ყელში და ასპარეზზე ჩემ წინააღმდეგ „დამრტყმელი ძალა“ გამოიყვანეს ოღონდ, როგორც ყველაფერი რუსული, მათი პროპაგანდაც უხარისხო, მოკლევადიანი და კომიკურად უბადრუკია.

მოკლედ, პრორუსული პარტიის “ბატონი ექსპერტი” თავს დებს, რომ 20 ივნისის დარბევაზე ბრძანება გახარიას მე, ანუ სახალხო დამცველმა მივეცი. თან იმ დროსო, როდესაც საბრალო მაშინდელი ჩვენი პრემიერ მინისტრი პირდაპირ ეთერში ძალის არ გამოყენებაზე იძლეოდა დაპირებასო…

კარგია, კარგი, მომწონს, ასე თუ დაკარგეთ წონასწორობა, ესე იგი ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ასე გავაგრძელებთ.

პ.ს. დარბევა რომ დაიწყო, პირდაპირ ეთერში ვიყავი, უამრავი ტელევიზია მწერდა (ეგ მაინც გადაამოწმეთ 5 წუთიანი ეფექტი მაინც რომ ჰქონდეს თქვენ ნათქვამს).

ჰოდა,#არარუსულკანონს #notorussianlaw არა საქართველოს პუტინიზაციას, ძალიან არაკვალიფიციური ხართ იმისთვის, რომ გაგვაჩეროთ”, – წერს ნინო ლომჯარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g