LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი 10 წლის შვილი შეყვარებულია ნაკრების ფეხბურთელებზე, დღეს სახლში დაპატიჟა მეგობრები მატჩის საყურებლად“ – კახა კინწურაშვილი

558
dakaveba (2)

მსახიობი კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დიდი გულშემატკივარია.

ასევე, მსახიობმა აღნიშნა, რომ დღეს ქართველ ფეხბურთელებს რუსთაველზე უგულშემატკივრებს.

„ჩემი 10 წლის შვილი შეყვარებულია ნაკრების ფეხბურთელებზე.

დღეს სახლში დაპატიჟა მეგობრები მატჩის საყურებლად.

რა თქმა უნდა დავთანხმდი!

დაე საქართველოს აფრიალებულმა დროშამ და ნაკრების გამარჯვებამ გაახაროს ჩემი შვილი და მისი მეგობრები!

მე კი, დღეს მატჩის დროს რუსთაველზე ვიდგები მათი მომავლის დასაცავად!“,- წერს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g