რუსი სახალხო არტისტი ნიკოლაი ბასკოვი ამბობს, რომ ის რუსეთის და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია.
ბასკოვმა რუსულ მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.
„მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ როდესაც ჩვენი მებრძოლები სპეცოპერაციას ატარებენ, ქვეყნის თითოეულმა მცხოვრებმა უნდა იფიქროს, რა წვლილი შეიტანოს მათ მხარდაჭერაში“, – განუცხადა მომღერალმა რუსულ მედიას.
ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ბასკოვი ამბობს, რომ მას არასოდეს გასჩენია კითხვა, მიეღო თუ არა მონაწილეობა რუსეთის არმიისადმი მიძღვნილ კონცერტებში.
“როგორც ჯარისკაცის შვილი, ჩემი პოზიცია მარტივია – მე ვარ პრეზიდენტის, ჩემი ხალხის მომხრე”,- თქვა ბასკოვმა.