ცნობილმა გამოცემამ The Playlist 2017 წლის საუკეთესო ფილმები დაასახელა, რომელთა შორისაც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართული ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახიც” მოხვდა. ჯერ კიდევ დეკემბერში, ეს ფილმი ამერიკულმა გამოცემამ THE WRAP-მა 2017 წლის 12 საუკეთესო ფილმს შორისაც დაასახელა. ამასთან, ფილმს უკვე აქვს არაერთი ცნობილი ფესტივალის ჯილდო.
„ჩემი ბედნიერი ოჯახის“, დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა „ნეტფლიქსმა“ შეიძინა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ამერიკის უმნიშვნელოვანეს „სანდენსის“ კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ გაიმართა.