LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრება იყოფა ეტაპებად, 14 იანვრამდე და 14 იანვრის შემდეგ.. ასე მგონია ჩემს თავს რაღაც ზეციური მოხდა“ –  ნინო წიკლაურის ემოციური პოსტი 

1906
Untitled design (4)

„ასე მგონია გუშინ ჩემს თავს რაღაც ზეციური მოხდა.. თითქოს უდიდესი ომი მოვუგე საკუთარ თავს და დავუმტკიცე, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი გოგო, ყველაზე მაგარი მეგობრებით და საუკეთესო ბენდით!!!“ – მომღერალი ნინო წიკლაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ჩემი ცხოვრება იყოფა ეტაპებად, 14 იანვრამდე და 14 იანვრის შემდეგ…

გუშინ მანჰეტენზე, ჩემს მიერ ნაპოვნ სივრცეში, THE BLUE BUILDING-ში ჩვენ დავიბადეთ „Q TRAIN“, ამერიკულ-ქართულ სივრცეში დაიბადა ბენდი, რომელმაც დადო ყველაფერი ახალი, ორგანული, ხარისხიანი და რაც მთავარი “სუფთა და გამჭვირვალე”! ისე ამაყად და ხმამაღლა ვამბობ ამას, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად ვარ ესეთი დარწმუნებული და გააზრებული!

პირველ რიგში გეტყვით, რომ საუკეთესო მუსიკოსები გადავიკვეთეთ მუსიკაშიც, აზრებშიც და ადამიანობაშიც, Lipo Liparteliani Nodar Sinauridze Ioane Arabuliჩვენ ერთად ვაკეთეთ მისი აღმატებულება “მუსიკა”, რომელმაც გუშინ აახმაურა მანჰეტენი, გავიდა სცენაზე და მთელი 2 საათი ფეხზე წამოაყენა გადაჭედილი დარბაზი..

დავუკარით სულ ცხელი, ახალი და ჩვენი შექმნილი 11 სიმღერა, რომელიც ისტორიებით, ამბებით და გრძნობებით შევქმენით. ასევე შევასრულეთ ჩვენი მეგობრის, ირაკლი შარაძე-ის გენიალური სიმღერა, რომელიც

Petre Kolxi-ის ლექსზე შექმნა ჩვენთვის და Q TRAIN-ის პირველ ალბომში შევა, ასევე 4 სიმღერა, რომელიც ქართული სიმღერის ოქროს ფონდშია და ეს ოთხი სიმღერა არის პირადად ჩემი ინსპირაცია, რომელმაც დამაკავშირა ქართულ სიმღერასთან სამუდამოდ?

მადლობა თითოეულ, გამორჩეულ და ენით აუღწერელ სტუმარს.

რომ გამოვედი სცენაზე და თვალი გაგისწორეთ,მართლა სიზმარში მეგონა თავი, მაგაშიც როგორ გამიმართლა თურმე. ბილეთები საკმაოდ ცოტა რაოდენობის იყო და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი დარჩა უბილეთოდ, მარა შემდეგ ივენთზე მეტად დიდ სივრცეში დავუკრავთ და ისე ვიზავთ, რომ არავინ გამორჩეს ამ ბედნიერებას.

გუშინ რამდენჯერმე წარმოვთქვი ფრაზა, რომ

ამ ეტაპზე  „Q TRAIN“-ს არ ჰყავს სპონსორი, მაგრამ ჰყავს საუკეთესოთა შორის საუკეთესო მეგობრები!

✅ GL Production  თქვენ ხართ საუკეთესო გუნდი, ნამდვილი პროფესიონალები და ნამდვილი მეგობრები!!! Luka Keratishvili Giorgi Rambo Tskhadadze

✅ GREEN BIRD გადამზიდი კომპანია, რომელიც საუკეთესოა ამერიკულ ბაზარზე უსწრაფესი გზავნილებით!!!ბერია ხათუნა

✅ CAFE G Maya Tsulaia ადამიანი, რომელმაც ნამდვილი ზეიმი მოაწყო და მართლა დაბადების დღედ

აქცია გუშინდელი საღამო!!!

✅ Elle Chamiashvili Oto Nozadze მეგობრობაზე მეტია ის, რასაც თქვენ ჩემთვის და ყველა ჩემი წარმატებისთვის აკეთებთ.

✅ Georgian Corner Sophie Kobeshavidze საუკეთესო, სულ გვერდში მდგომო და ერთგულო მეგობარო!

✅ SAGUWINE ექსკლუზიური წარმოიების საუკეთესო ქართული ღვინო.

✅ Mariami Buskivadze კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია! ჭეშმარიტი მეგობარი და ადამიანი ხარ!

✅ Natali Nata მადლობა ყველაფრისთვის, რაც Q TRAIN-სთვის გააკეთე!

✅ განსაკუთრებული მადლობა მობრძენბისთვის ჩვენს უსაყვარლეს კონსულს Maka Bartaia?

მადლიერება ჩემგან ყველა ადამიანს, ვინც სცენის წინ მუშაობდა, ჩემს საოცარ სამეგობროს, რომლებმაც დასაწყისიდან-დასასრულამდე უამრავი შავი სამუშაო აკეთეს, რომ ყველაფერი იდეალური ყოფილიყო.

✅ ყველაზე დიდი მადლობა ჩემს თემოს!!!! და ჩემს დას Lu Konuisi ყველაფრისთვის!!!!

.

შევხვდებით ისევ მალე, ისევ სცენაზე და ისევ ბედნიერებას გამოვუშვებთ თქვენკენ??

ესე მგონია გუშინ ჩემს თავს რაღაც ზეციური მოხდა??
თითქოს უდიდესი ომი მოვუგე საკუთარ თავს და დავუმტკიცე, რომ მე ვარ…

Posted by ნინი წიკლაური on ორშაბათი, 15 იანვარი, 2024

 

იქამდე კი დაგვაფოლოვეთ, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი პირველი კონცერტის მასალა,“ – წერს წიკლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები