ჯულია რობერტსი ოჯახთან ერთად ავსტრალიაში იმყოფება, სადაც ახალ რომანტიკულ ფილმზე, „ბილეთი სამოთხეში“ მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ მის ტყუპებს, ჰეიზელსა და ფინიუსს 28 ნოემბერს 17 წელი შეუსრულდა. ოსკაროსანმა მსახიობმა შვილების დაბადების დღე „ინსტაგრამ-პოსტით“ აღნიშნა და ახალშობილების ფოტო გაავრცელა.
„ჩემი ცხოვრების ყველზე ტკბილი 17 წელი“, – წერს ჯულია.
ცნობისთვის, 53 წლის ჯულია რობერტსი და მისი მეუღლე, 52 წლის დენიელ მოდერი სამ შვილს ზრდიან.
„ლამაზმანისა“ და მისი რჩეულის ვნებიანი კოცნა გემბანზე – ჯულია რობერტსის იტალიური არდადეგები