მიშა ანდღულაძის პირად ცხოვრებასა და კარიერაში სიახლეებია.
იუმორისტი მეორედ დაოჯახდა.
ვიდეო: მიშა ანდღულაძე დაოჯახდა – სიახლეები პირად ცხოვრებასა და კარიერაში
მიშა ანდღულაძე პოდკასტს „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ დაოჯახდა და პირად ცხოვრებაში სიახლეები აქვს.
ამის შესახებ ცნობილმა იუმორისტმა YouTube გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან” ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, „ცოლი ბევრჯერ ახსენე და მოიყვანე?“, მიშა ანდღულაძემ დადებითი პასუხი გასცა.
„როცა შენ ვიღაცას აცინებ, მე უკვე დამუღამებული მაქვს, მაგალითად ჩემი ცოლი როცა ცუდ ხასიათზეა, ჩემი თეორია მაქვს, უკვე ვიცი როგორ გამოვიყვანო, აბსოლუტურად ყველა სისულელეს ვკადრულობ, სანამ არ გაიცინებს, როგორც კი გაიცინებს, მერე გადის ის განწყობა…“ – ამბობს მიშა ანდღულაძე.
ცნობისთვის, იუმორისტ მიშა ანდღულაძეს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს.
