LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ გარდაცვლილი მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

988
#FORTUNANEWS

26 წლის მსახიობი ლაშა კუხიანიძე მრავალსართულიანი კორპუსიდან გადავარდა და გარდაიცვალა. როგორც ჟურნალი „სარკე“ წერს, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

როგორც ჟურნალი დღევანდელ ნომერში წერს, ლაშა კუხიანიძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა და ძალიან ბედნიერი იყო.

ლაშა მსახიობი გახლდათ. ბათუმის დრამატულ თეატრში თამაშობდა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში’ გამომძიებლის როლს ასრულებდა.

ახალგაზრდა კაცს უკონფლიქტო, ჰუმანურ და ძალიან ნიჭიერ მსახიობად ახასიათებენ მეგობრები.

მსახიობი ქუთაისში 16 აგვისტოს დაკრძალეს და უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

როგროც „სარკე“ წერს, საქმეში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაა. ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სახლიდან კონფლიქტის ხმა გამოდიოდა და ნომერში ინვენტარი დაზიანებული იყო, თუმცა ჟურნალი აღნიშნავს, რომ ეს ოფიციალური ინფორმაცია არაა და ზუსტი პასუხი ოჯახის წევრებს გამოძიებამ უნდა გასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g