კულუარებში ამაზე დიდი ხანია, საუბრობენ, მაგრამ გუშინ გავრცელებულმა პირველმა ანონსმა უკვე დაადასტურა, რომ „ფორმულა კრეატივი“ ახალ სერიალზე მუშაობს, რომელიც დღის სინათლეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მალე იხილავს.
„ხელოვნური სუნთქვის“ შექმნაზე ზუსტად ის გუნდი მუშაობს, რომელმაც „ჩემი ცოლის დაქალები“ შექმნა. ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი შეასრულებს. სერიალი კი ექიმების შესახებ მოგვითხრობს.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მსგავსი ტიპის სერიალები ძალიან პოპულარულია, ვივარაუდებთ, რომ საქართველოშიც ეს თემა მაყურებელს საკმაოდ დააინტერესებს.
https://www.youtube.com/watch?v=QHznGuiz8r4