LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი და მაკა ასათიანის ურთიერთობა დღემდე გრძელდება, ერთი და იგივე ტაძარში, ერთ მოძღვართან დავდივართ“ – რას ჰყვება თათა ვარდანაშვილი

254
თათა ვარდანაშვილი

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემას „დღის პოსტი“ ეწვია.

ერთ-ერთი თემა, რაზედაც დიზაინერმა ისაუბრა მისი და მაკა ასათიანის ურთიერთობაა.

როგორც თათა ვარდანაშვილმა აღნიშნა, იმ დიზაინერთან დღემდე მეგობრობს.

„მე და მაკა ასათიანი ხატვაზე ერთად დავდიოდით, ერთი მასწავლებელი გვყავდა, მოგვიანებით თეონა თავართქილაძე იყო ჩვენი კურსელი. მაკა ასათიანი საფრანგეთში გაემგზავრა, უკან როდესაც დაბრუნდა, ჩემი სახელოსნო უკვე ჩამოყალიბებული მქონდა და გაიხსნა მაკა ასათიანის მოდის სახლი, ეს იყო ჩემთვის შვება. პირველი დიდი ჩვენება გავმართეთ. ნამუშევარი, რომელმაც საზოგადოებაში, მოდის სამყაროში, აფეთქება გამოიწვია…მაკამ ულამაზესი კოლექცია შექმნა, მე ფეხსაცმელები მოვარგე, ბარნოვის ქუჩა გადავკეტეთ და პირველი ერთობლივი ჩვენება მოვაწყვეთ. ეს იყო წინა საუკუნეში. მაკასთან, როგორც ადამიანთან უწყვეტი მეგობრული ურთიერთობა მაქვს… ჩემი და მაკა ასათიანის ურთიერთობა დღემდე გრძელდება, ერთი და იგივე ტაძარში, ერთ მოძღვართან დავდივართ,“ – ამბობს თათა ვარდანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g