დათო ევგენიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (25 აგვისტოს ნომერი) საუბრობს იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელმაც მისი შემოქმედება ძირეულად შეცვალა:
„ჩემი დის გარდაცვალებამ დაბადა ის დათო ევგენიძე, ვინც მე დღეს ვარ. აბსოლუტურად შეცვალა ჩემი მუსიკა. ლია რომ გარდაიცვალა, 16 წლის იყო, მე – 18-ის. უკვე ძალიან ბევრი ნაწარმოები მქონდა დაწერილი თვრამეტ წლამდე, დის გარდაცვალებამ კი ჩემი მუსიკა ჟანრობრივად მთლიანად შეცვალა. პირველივე ნაწარმოები ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ, რაც მე დავწერე, იყო რეკვიემი. და ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია ჩემს ცხოვრებაში…“