პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მისი დისშვილის სახალხო დამცველის მოადგილედ დანიშვნის ამბავს „პალიტრანიუსის” ეთერში ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, მისი დისშვილი ნათია ჯულაყიძე თანამდებობაზე იმიტომ დანიშნეს, რომ დამოუკიდებელი ადამიანი და საქმის პროფესიონალია.
„ნათია დამოუკიდებელი ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალია. ჩემი დისშვილია ასე გადაწყდა და რა ვქნა. იქ რომ წავიდა მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, რადგან ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს რამე ევალებოდა და ებარა, იყო ნათია.
ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია? მილიონი ნათესავი მყავს, არასოდეს არავინ არსად დამინიშნავს, არც არავისთვის რეკომენდაცია არ გამიწევია.
მე ერთი თხოვნა მექნება მერაბ შენთან, დაუძახე ჩემს დისშვილს შენთან გადაცემაში და ნახავთ, რა კვალიფიკაცია აქვს და რა ცოდნა აქვს. ნათია მე რამდენიმე დღის წინ მელაპარაკა და ვუთხარი, რომ არ მინდა წახვიდეთქო, რადგან ძალიან შრომისმოყვარეა, ასევე ვუთხარი, რომ ეს იყო მისი გადასაწყვეტი”, – აცხადებს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ერთ-ერთ მოადგილედ პარტია „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის დისშვილი, ნათია ჯულაყიძე დანიშნა.
სახალხო დამცველის მოადგილე: ელისაშვილი ბიძაჩემია, იოსელიანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი
