LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარულის დაბადების დღეა! ჩემო აზრო, ალამაზებ და აბედნიერებ ჩემს ცხოვრებას“ – გიორგი ჭიალაშვილი იუბილარ მეუღლეს მიმართავს

224
გიორგი ჭიალაშვილი

მომღერალი წყვილი – გიორგი ჭიალაშვილი და ლალიტა ლომთაძე ფართო აუდიტორიამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო და შეიყვარა.

ახლახან, ლალიტა ლომთაძემ საკუთარ მსმენელს ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინა. სიმღერა „შენთან მინდა“ მან მეუღლეს, გიორგი ჭიალაშვილს მიუძღვნა.

ვიდეო: ლალიტა ლომთაძემ ახალი სიმღერა და ვიდეორგოლი მეუღლეს, გიორგი ჭიალაშვილს მიუძღვნა: „მინდოდა, სცენაზე მდგარიყო გოგონა, რომელიც უმღერის მხოლოდ და მხოლოდ ერთ ბიჭს…“

დღეს ლალიტა ლომთაძე იუბილარია და სოციალურ ქსელში მეგობრებისგან უამრავ მილოცვას იღებს. იუბილარ მეუღლეს საჯაროდ, ემოციურად ულოცავს დაბადების დღეს გიორგი ჭიალაშვილიც.

„ჩემი სინათლის, ჩემი ბედნიერების და ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარულის დაბადების დღეა დღეს. გილოცავ ჩემო აზრო, ერთიანად იმ სიტყვების თავმოყრა რთულია, რისი თქმაც მინდა და გადმოცემაც. ალამაზებ და აბედნიერებ ჩემს ცხოვრებას… მიყვარხარ, მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ“, – წერს გიორგი ჭიალაშვილი.

ვიდეო: ლალიტა ლომთაძემ ახალი სიმღერა და ვიდეორგოლი მეუღლეს, გიორგი ჭიალაშვილს მიუძღვნა: „მინდოდა, სცენაზე მდგარიყო გოგონა, რომელიც უმღერის მხოლოდ და მხოლოდ ერთ ბიჭს…“

ჩემი სინათლის, ჩემი ბედნიერების და ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარულის დაბადების დღეა დღეს ❤️❤️❤️ გილოცავ ჩემო…

Posted by Giorgi Chialashvili on სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g