LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი გიორგი მომიკლეს…ჩემი იუბილარი ბიჭი აღარ მყავს..ჩემი ჩემპიონი“ – გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 21 წლის სპორტსმენი მოკლეს

2149
გიორგი ახალია

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მოკლულია 21 წლის სპორტსმენი, გიორგი ახალაია, რომელიც ერთ-ერთ კაზინოში დაცვად მუშაობდა.

მოკლულ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს.

„სად მოგილოცო დაბადების დღე? ეს რა ჯოჯოხეთია? რანაირად გავიმეორო? რანაირად დავიჯერო? ჩემი გიორგი მომიკლეს… ჩემი იუბილარი ბიჭი აღარ მყავს.. ჩემი ჩემპიონი,” – წერს ახლობელი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ყველა შესაბამისი მოქმედება ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g