LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს, ეს რასაკვირველია, თვითღირებულებაზე იმოქმედებს“ – „ჩირინას“ დამფუძნებელი „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს

105
რეზო ვაშაკიძე

„ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს – ეს, რასაკვირველია, თვითღირებულებაზე იმოქმედებს“, – ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ პარლამენტის დროებით კომისიაზე განაცხადა.

ბიზნესმენმა უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის კითხვას, „დაანონსებული ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა აისახება თუ არა ფასწარმოქმნის პროცესზე“.

„ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს. რამდენით მოიმატებს, არ ვიცი. გაზზე წელს არ იქნება ცვლილებები, იმიტომ, რომ ჩვენ ხელშეკრულებას 2027 წლამდე მოვაწერეთ ხელი. დენის ფასის გაზრდა, რასაკვირველია, იმოქმედებს თვითღირებულებაზე,“ – განაცხადა ვაშაკიძემ.

დეპუტატ ქეთევან ბაკარაძის კითხვაზე კომენტარი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმაც გააკეთა.

„კომუნალური ხარჯები საერთო საოპერაციო ხარჯებში 1.5-2%-მდეა. თქვენს კითხვაზე ვცემ პასუხს, რომ 2% არის საოპერაციო ხარჯების მაქსიმუმი. ამიტომ ამას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც როგორ მივეხმაროთ კონკრეტულ ბიზნესს, რათა უფრო მეტი რეალიზაციის წერტილი ჰქონდეს,“ – აღნიშნა ბერეკაშვილმა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

magti 5g