22 წლის მოდელი, ტინა კუნაკი „ინსტაგრამზე“ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
ფოტო: ტინა კუნაკი ზედმეტად პიკანტურ საცურაო კოსტიუმში პოზირებს
ტინას უჩვეულო საცურაო კოსტიუმს უკვე აქტიურად განიხილავენ და მას ზედმეტად პიკანტურს უწოდებენ
წყვილი ჟურნალისთვის 7000 Magazine პოზირებდა, რომლის კრეატიული დირექტორიც თავად ტინაა, ხოლო რაც ფოტოგრაფს შეეხება, ტინა და მისი 53 წლის მეუღლე, ვენსან კასელი თავიანთი მეგობარი ფოტოგრაფის, ვიქტორ სანტიაგოს ფოტოობიექტივში მოექცნენ.
ფოტოები რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზეა გადაღებული, სადაც წყვილმა ქალიშვილთან ერთად ზამთარი გაატარა.
„ჩემი მარადიული სიყვარული“ – აღნიშნული სიტყვებით დაასათაურა ფოტოები ტინამ.







