LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მეკვლეობის შემდეგ, ერთმა მანქანა იყიდა, მეორემ ბიზნესი გააფართოვა, მესამე გათხოვდა“ – როგორი მეკვლეა ნოდიკო ტატიშვილი

1007
tsgsfdg

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი კარგი მეკვლეა. როგორია ნოდიკოს მეკვლეობის ტრადიცია, ამ თემაზე მომღერალმა „რუსთავი2“- ის ეთერში, გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა.

„ერთ წელს ჩემ მეგობართან მივედი და ახალი მანქანა იყიდა, მეორემ ბიზნესი გააფართოვა, სხვა მეგობარი ჩემი მეკვლეობის შემდეგ გათხოვდა.

არ მივდივარ მეკვლედ, თუ არ მიყვარს, არ ვიცნობ. არ ვამბობ, რომ ვინმე მძულს, არა, არავინ მძულს. მეკვლედ უნდა მიხვიდე ადამიანთან, ვინც გიყვარს და პატივს სცემ, ვისთვისაც ყველაფერი საუკეთესო გემეტება. ზოგადად, მჯერა, რომ ძალით არაფერი უნდა გააკეთო ცხოვრებაში.

პირველ რიგში კეთილი გულით შევდივარ სახლში. ამასთან ერთად, ძალიან კარგია ბრინჯისა და ბევრი ტკბილეულის შეყრა ოთახში. ამის შემდეგ მარჯვენა ფეხით უნდა შეხვიდე და იმ ოჯახის კეთილდღეობა ღმერთს სთხოვო, მთავარია გულწრფელად აკეთო ეს ყველაფერი“, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

http://

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g