LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი მეუღლე საავადმყოფოშია” – მაილი საირუსი ფილმის პრემიერაზე ლიამ ჰემსვორტის ნაცვლად მივიდა (ფოტო)

9704332-0-image-a-37_1549947736794

ლოს-ანჯელესში ფილმის Isn’t It Romantic პრემიერა გაიმართა. საინტერესოა, რომ ლიამ ჰემსვორტის ნაცვლად, რომელიც ტოდ შტრაუს-შულსონის კინოსურათში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, საღამოს მისი მეუღლე, მაილი საირუსი დაესწრო.

გაირკვა, რომ 29 წლის მსახიობს თირკმელში კენჭები აღმოჩნდა, რის გამოც მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ინფორმაცია ამის შესახებ, თავად ამერიკელმა მომღერალმა დაადასტურა.

,,ვამაყობ ჩემი ქმარითა და მისი ახალი ფილმით. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამწუხაროდ, ის პრემიერას ვერ დაესწრო. ნებისმიერი მსახიობისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება პრემიერის წინ რთულია, თუმცა მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის ახლა საავადმყოფოშია და მკურნალობს”, – დაწერა ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში 26 წლის მომღერალმა, რომელიც წითელ ხალიჩაზე ,,ვალენტინოს” წითელ კაბაში ბრწყინავდა.

შეგახსენებთ, რომ Isn’t It Romantic რებელ უოლსონის, ლიამ ჰემსვორტის, ადამ დივაინისა და პრიანკა ჩოპრას მონაწილეობით ეკრანებზე 13 თებერვლიდან გამოჩნდება. სიუჟეტის მთავარი გმირი, ნიუ-იორკში მცხოვრები ავსტრალიელი არქიტექტორი, ნატალიაა, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ, აღმოაჩენს, რომ მის გარშემო ყველაფერი სხვანაირია – ის იმ რეალობის პერსონაჟი ხდება, რომლისაც აქამდე არ სჯეროდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები